“საზღვაო ყულფი”

social-work-lgbt

დღეს დღეობით უმძიმესი სოციასლური პრობლემა დგას საქართველოში, რომელიც წარმოშობს ნიჰილიზმს,აპათეას,გულცივობას თანამოქალაქეებისის მიმართ საქართველოს მოსახლეობაში. ამის გამომწვევი მიზეზია მძიმე ეკონომოკური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია მოქალაქეთა დაუსაქმებლობის გამო. ყოველივე ეს იწვევს ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ მოსახლეობის განწყობას. ასევე ამ მიზეზებს შორის არის ერთერთი აქტუალური პრობლემა მოქალაქეთა გაუთვიცნობიერება კანონმდებლობის მიმართ. მოსახლეობამ არ იცის თუ რისი უფლებები აქვთ იურიდიულად. რა კონსტიტუციური მექანიზმები არსებობს უკანონობის წინააღმდეგ თავდასაცავად. რასაც სხვადასხვა ფინანსური ორგანოები ხელსაყრელ პირობად იყენებენ მოსახლეობის გასაღატაკებლად. ყოველივე ეს კარგად ჩანს დაქყებით სასწავლო დაწესებულებებში, როგორც მოსწავლე ახალგაზედებში ასევე პედ-კოლექტივში არსებული ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელიც ზეგავლენას ახდენს სწავლის და განათლების ხარისხზე. ასევე სოციალური პრობლემების კიდევ ერთერთი მთავარი დამამძიმებელი მიზეზი არის სახელმწიფო ბიუროკრატიაში არსებული არა კომპეტენტური პირების არსებობა, რომელიც ხელს უწყობენ კორუფციას. ევროპული ღირებულებებისკენ, რომ შემოტრიალდეს საქართველოს მოსალეობა, პირველ რიგში უნდა გადაიჭრას უმუშევრობის პრობლემა ამის შემდეგ უნდა მოხდეს მოსახლეობის მიზანმიმართული განათლება კანონმდებლობის მხრივ. ხელისუფლების ორგანოებიდან უნდა იქნან დათხოვნილი არაკომპეტენტური, უღირსი და კორუმპირებული პირები, რომლებიც ანადგურებენ საქელმწიფოს საფუძვლებს.უნდა მოხდეს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული გრძნობების გაღვივება, სამშობლოს სიყვარულის ჩანერგვა, მორალური თვითშეგნების ამაღლება ადამიანებში, ცოდნა თავისი პროფესიისადმი და ერთგულება მასზე დაფისრებული მოვალეობებისა, საკანონმდებლო სისტემის მორგება მოსახლეობაზე. კანონი უნდა ზრუნავდეს მოსახლეობაზე და სახელმწიფო უნდა აღასრულებდეს და იცავდეს ამ კანონს. ამ შემთხვევაში მოხდება საზღვაო ულფის გადაჭრა , იგი უნდა გადაიჭრას იგი არ იხსნება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა ერთი უკიდურესობიდან გადავარდება მეორე უკიდურესობაში, რაც საბოლოოდ ჩამოაცილებს ევროპულ ღირებულებებს. დღევანდელ საქართველოში სოციალური პრობლემის გადაწყვეტის ერთერთი ნათელი მაგალითია ჯანდაცვის მინისტრისა და მისი გუნდის პროფესიონალური და გულითადი მიდგომა საქმისადმი, რომელმაც შეძლო ნაწილობრივ პრობლემის მოგვარება, რამაც დიდი სიმპატია და გულისხმიერება გამოიწვია გაჭირვებულ მოსახლეობაში. ამიტომ ავღნიშნე ზემოთ, რომ საჭიროა პროფესიონალი და პატიოსანი პიროვნებები მართავდნენ სახელმწიფო სტრუქტურებს, მაგრამ ამ სისტემასაც დახვეწა სჭირდებ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან გაღატაკებულია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s